თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 9 ტყვია აქვს მოხვედრილი.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18/109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.