aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: სირცხვილიას წევრს ენმ-ის ლიდერებმა ქილერის აყვანის იდეის დატესტვა სთხოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათ იციან ჩანაწერების შესახებ რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან გამოდის და ამ “ჩატებში სირცხვილიას წევრს ენმ-ის ლიდერებმა ქილერის აყვანის იდეის დატესტვა სთხოვეს”,- ამის შესახებ კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში სულ უფრო აქტიურად წარიმატრთება. “საჭიროა მსხვერპლი, გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში” – ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის, სირცხვილიას წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობსი ოფისებოდან. გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდებათ, როცა “ამის მეათედ თანხად შეიძლება ქილერის აყვანა და მათიანის გაგორება”. ეს არის ციტატა. ასევე, სირცხვილიას ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა თხოვეს”,- ამბობს კობახიძე.

იტვირთბა....