ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და მისი თქმით, დიდიხანია ცდილობენ, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს დააჯახონ. ამის შესახებ მან კურიერთან საუბრისას განაცხადა.
“რამდენი ხანია მცდელობაა, რომ ეკლესია და სახელმწიფო დააჯახონ ერთმანეთს. დავიწყოთ კოვიდიდან, რატომ არ სჯით ეკლესიას, დაკეტეთ ეკლესიები, რატომ აძლევთ დაფინანსებას, რატომ აძლევთ ტყეს ეკლესიებს და იმაზე მეტი რა უნდა გავრცელდეს, რაც არ არის ნათქვამი. ხუთი წელია ჩემს ბიზნესებზე მესმის და ახლა ახალი რა უნდა მოიგონონ”,- ამბობს მიტროპოლიტი ანტონი.
13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

