ახალქალაქისად და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზის თქმით, სავარაუდო სუს მიერ, გავრცელებული საიდუმლო ჩანაწერებით, მთელს ქვეყანას ჭუჭყიანი წყალი მიასხეს.
მისივე თქმით, მას თუ ლუგარის ლაბორატორიაზე მეტი ინფორმაცია აქვს მაშინ ის დასახურია.
“ეს არის მოვლენა, რომ ამ ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი. ვინ შემოასხა? რატომ სემოასხა? როგორ შემოასხა? მე არ ვიცი. მე სასულიერო პირი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჩვენს ქვეყანას… თქვენც… მეც… ოპერატორებსაც… ყველას მოგვასხეს ეს ჭუჭყიანი წყალი. ჩენც მაინც და მაინც ამ ჭუჭყიან წყალში ნუ ვიბანავებთ. ოდნავ თუ ადამიანი გონებას ძალას დაატანს ლუგარის ლაბორატორიაზე მეტი ინფორმაცია მაქვს… მეე… არ არის ეს დასახური? მე როგორ უნდა მქონდეს მაგათზე მეტი ინფორმაცია? ამ კითხვაზე მიპასუხეთ”,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

