ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას საგამოძიებო უწყებიდან დღეს დაუკავშირდენენ.

“დღეს, დღის პირველ ნახევარში შედგა კომუნიკაცია ჩემსა და თბილისის პროკურორს შორის. ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდოდა ჩვენი გამოკითხვაზე დაბარება ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშრდება საქართველოში მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსების და პატრიარქის გარემოცვის ტოტალურ მოსმენებს”, – განაცხადა მელაძემ.

ნოდარ მელაძე საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ უფლებადამცველთან ერთად მივიდა.

იტვირთბა....