გირჩის ერთერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ის ყოველთვის მომხრე იყო რომ საქართველოში ჩამოსულიყო, რათა გარკვეულიყო მისი ბედი. ამის შესახებ მეგრელიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა.
“ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულიყო. ზოგადად, მასთან დაკავშირებული საკითხი თუნდაც პოლიტიკურად ან სამართლებრივად გარკვეულიყო. ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნა”,- ამბობს მეგრელიშვილი.

