aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ღარიბაშვილი ჩვეულებრივი კომიკური ფიგურაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრების მმართველობის ისტორიაში ყველაზე კომიკური ფიგურაა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ღარიბაშვილს აწუხებს არის ის, რომ ივანიშვილმა მეორედ არ მოისროლოს.

“ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი კომიკური ფუგურა, ყველაზე უფრო კომიკური საქართველოს პრემიერ-მინისტრების მმართველობის ისტორიაში. ბოროტად წარმოთქვამს იმ აზრებს და უნდა ბიძინა ივანიშვილს გააგონოს, იმიტომ, რომ ერთადერთი რაც მას აწუხებს ამ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც აღმოჩნდა ქართული ოცნება, არის ის, თუ როგორ მოისვრის ღარიბაშვილს ივანიშვილი მეორედ, რადგან ერთხელ ეს გააკეთა”, – განაცხადა დეკანოიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, ღარიბაშვილი საშინელი ზიზღის გამაღვივებელი ლექსიკით საუბრობს, რაც ქვეყნის მმართველისგან და ნებისმიერი ადამიანისგან წარმოუდგენელია.

იტვირთბა....