უცნობმა პირმა აშშ-ის შტატ ჯორჯიაში, ატლანტის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მძევლები აიყვანა. ინფორმაციას NBC News ავცელებს.
მძევლებს შორის, 11 ბავშვი, (რომელთა ასაკიც 3 თვიდან 17 წლამდეა) იყო. ეჭვმიტანილი კისრის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. NBC News – ის ცნობით მძევლები უსაფრთხოდ არიან.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და მაშველები მუშაობენ.
მედიაში ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძევლები მამაკაცმა ქალთან კამათის შემდეგ აიყვანა.