ახალი ამბები სამართალი

წერეთლის გამზირზე 3 არასრულწლოვნის დაჭრისთვის 14 წლის მოზარდი დააკავეს

თბილისში, 3 არასრულწლოვნის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ 14 წლის, 2007 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავა – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებუ გ.მ.-ს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, 13 სექტემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მოხდა.

იტვირთბა....