aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ღარიბაშვილი: ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ქვეყანაში

არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ. ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ. არა ერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალური მორაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი ძალის მთავარი მიზანი იყო, რომ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაციის მოეხდინათ, როგორიცაა ეკლესია, ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები და ზოგადად, სასულიერო პირები. ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს ერთერთი მთავარი სახელმწიფო უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. მათი მუდმივი ბრძოლა ჯარის, სასამართლოს, პოლიციის, სასამართლოს წინააღმდეგ – ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის წინააღმდეგ, რადგან მოახდინონ სისტემის დემორალიზება. ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენმა ბრძენმა ხალხმა კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ ძალასთან გვაქვს საქმე. ჩვენმა მოქალაქეებმა 9 წლის წინ ამ ადამიანების ჩაგვრას უარი უთხრა საბოლოოდ და ეს ვერდიქტი 7 არჩევნებში დადასტურდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ემსახურება ეს პროვოკაცია, მაგრამ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მტკიცედ გავიმარჯვოთ. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. ვიღაცებს შეიძლება, ჯერ კიდევ ჰქონდეთ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს, ყველა მოღალატესა და ჩვენი ქვეყნის მტერს
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენისას.

იტვირთბა....