ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გირგვლიანების ოჯახს ბოდიშს უხდის

“ჩემი პოლიტიკური გუნდის წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით არათუ მოხარულები არიან, არამედ ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რადგან იმ მოსამართლეებს, რომელთაც მურუსიძეს ხმა მისცეს პარლამენტში, ჩემი ხმაც მათ ეკუთვნოდათ. გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სისტემის მსხვერპლი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, არ გამოვრიცხავ, რომ ამ სისტემის მსხვერპლი ყოფილიყო მურუსიძეც, მაგრამ ვფიქრობ სწორედ მოსამართლეებს არ აქვთ უფლება იყვნენ რომელიმე სისტემის ან ქმედების მსხვერპლი. ამ შემთხვევაში ეს არის სწორედ უსამართლობა, მოსამართლეს არ აქვს უფლება იყოს უსამართლობის მსხვერპლი”, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ლევან მურუსიძის სააპელაციო მოსამართლედ დანიშვნას ის მხარს უჭერდა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მურუსიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შექმნილი სისტემის მსხვერპლი იყო და სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება “სისტემამ” აიძულა.

იტვირთბა....