აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, თერთმეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც.

ლიბანის სახელმწიფო ეროვნული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ბოლო ერთი საათის განმავლობაში რამდენიმე დარტყმა განხორციელდა, მათ შორის ერთი სოფელ კასმიეს ახლოს, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიჭრა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა კვლავ დაარტყა მდინარე ლიტანიზე გამავალ კასმიეს ხიდს და მთლიანად გაანადგურა იგი.

ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის თქმით, დარტყმამ გაანადგურა სამხრეთ ლიბანის დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი ბოლო ხიდი, რომლის შეკეთების შესაძლებლობა აღარ არის.

ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ გააფრთხილა სამხრეთ ლიბანში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები, რომ ევაკუირებულიყვნენ მდინარე ზაჰრანის ჩრდილოეთით, რომელიც მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით მდებარეობს.

იტვირთბა....