უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ფიცის დადების შემდეგ მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციას ბუდაპეშტში სხვა მისამართზე გადაიტანს.
„ტისას“ მთავრობის პირობებში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აღარ განთავსდება კარმელიტების სასახლეში, რომელიც ვიქტორ ორბანმა საკუთარი თავისთვის მოაწყო, არამედ გადავა პარლამენტის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი სამინისტროს შენობაში“, – დაწერა მადიარმა პლატფორმა „იქს“-ზე.
ცნობისთვის, ბაროკოს სტილის კარმელიტების მონასტერი ბუდაში, მდინარე დუნაის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, რომელიც თავდაპირველად კათოლიკური მონასტერი იყო, შემდეგ კი თეატრად გადაკეთდა.
2019 წელს კი სასახლეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაცია გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასახლის რეკონსტრუქცია 50 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, პეტერ მადიარის ეს ნაბიჯი კიდევ ერთი მცდელობაა, რომ წინამორბედისგან დისტანცირება მოხდეს.
მადიარის პარტია „ტისამ“ 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი პეტერ მადიარს პრემიერ-მინისტრად მაისის დასაწყისში დაამტკიცებს.

