აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ტრან ტან მანს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ტრან ტან მანს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა მიულოცა.

მხარეებმა გამოხატეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრაზე მუშაობის მზაობა. აღინიშნა, რომ საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) ფარგლებში თანამშრომლობაზე, ასევე ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში.

დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძრვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

იტვირთბა....