ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გავრცელებულ ფაილებში, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარულ მოსმენებს ასახავს, მისი სატელეფონო მოსმენებიცაა გამოქვეყნებული.
“ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე (ალბათ, არა მხოლოდ მე ) და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა – მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა. არასდროს მიკადრია, მისი ფარულად ჩაწერა. რადგან ეთიკის დაცვა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, იაკობისნაირებთანაც კი. ხოდა, ეს საუბრებიც არის გამოქვეყნებულ მასალებში” ,- წერს კვესიტაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 სეტემბერს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოსმენებს ასახავს.

