ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგორიშვილი: მეუფე ნიკოლოზი ჩემი მოძღვარი იყო, წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა

ევროპული საქართველოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი მედიის საშუალებით გავრცელებულ ფაილებს ეხმაურება.

როგორც გოგორიშვილი ტვ პირველთან საუბარში აცხადებს, მეუფე ნიკოლოზი მისი მოძღვარი იყო და  მასთან ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა.

„ბევრი წლის განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან, ის იყო ჩემი მოძღვარი და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ ყოველდღე ველაპარაკებოდი, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც. რაც შეეხება იმას, რომ ეს მასალა ახლა გამოაქვეყნა ქართულმა ოცნებამ, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, იმდენად გაუჭირდათ და იმდენად ცუდ დღეში არიან, რომ მათ სჭირდებათ რაღაც ახალი ყელში მოჭერა საპატრიარქოსთვის, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებით, თუ ღიად, საჯაროდ ყველგან მხარს არ დაგვიჭერთ ამ არჩევნებზე და სრულიად საპატრიარქო მთელი თავისი განშტოებებით არ იქნება ქართული ოცნების სამსახურში, აი, ასეთ ამბავს გიზამთ“, – ამბობს გოგორიშვილი.

ცნობისთვის, გავრცელდა ფაილები, რომლის მიხედვითაც კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა. აღნიშნულ ფაილებში, რომელიც ინტერნეტში სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ატვირთა, ხათუნა გოგორიშვილიც ფიგურირებს.

იტვირთბა....