ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახდა თუ არა ფასიანი სწრაფი და PCR ტესტის ჩატარება – გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწრაფი და PCR ტესტის ჩატარება ისევ უფასოა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ტესტების მარაგი საკმარისია.

“გუშინ რატომღაც გაჟღერდა ეს ინფორმაცია და არ მესმის ამის საფუძველი რა იყო. არაფერი არ შეცვლილა. ტესტების მარაგიც საკმარისია ქვეყანაში. თუ ვინმეს უნდა, რომ ყოველდღე გაიტესტოს, რა თქმა უნდა, ისინი მიდიან და თავისი ხარჯით გაიტესტებიან. ის, რაც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, თუ ვისთვის უნდა იყოს ტესტირება უფასო, ის ისევ დარჩენილია უფასოდ. არაფერი არ შეცვლილა და არც არავის მოუნდომებია, რომ რამე შეეცვალა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.

იტვირთბა....