სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების მოწესრიგებულობა შეისწავლა.
მათივე ინფორმაციით, 25 მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიაში რეგისტრირებული 683 მოქალაქე გარდაცვლილია.
„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ინფორმაცია გადამოწმებულია მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 1930 წლამდე დაბადებული 3900-მდე პირიდან დღეის მდგომარეობით გარდაცვლილია 1311 მოქალაქე და მათგან 683 (17.5%) ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული“, – აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

