ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს კოვიდვაქცინით აცრილებისთვის გათამაშება “აიცერი და მოიგე” იწყება!

დღეს 12:00-იდან კოვიდვაქცინით აცრილებისთვის გათამაშება “აიცერი და მოიგე” იწყება!
როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ლატარიაში ყოველდღე გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე. ყოველკვირეულად 1 000, 5 000 და 10 000 ლარი, ხოლო წლის ბოლოს, შემაჯამებელ გათამაშებაზე, 100 000 ლარი. ლატარიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა აცრილი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით.
STOPCOVID ლატარია “აიცერი და მოიგე” იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით. ლატარია დაიწყება 2021 წლის 13 სექტემბრიდან, ხოლო პირველი გათამაშება გაიმართება 2021 წლის 14 სექტემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება). ვაქცინირებულ ადამიანს აცრასთან ერთად უკვე მოგებაც შეუძლია!
დეტალურად გათამაშების შესახეებ ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://stopcov.lotto.ge/?fbclid=IwAR2GaTruSYpGrNEkrTL7bt1ITslWxv0iVtbAN6y7bakdkcDGZgXpopMxGPE#/
იტვირთბა....