aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ნეკრესელი მიტროპოლიტი კორონავირუსის მძიმე დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) კორონავირუსული ინფექციით ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი კარიბჭე ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიტროპოლიტის მდგომარეობა მძიმეა.

“მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) უმძიმეს მდგომარეობაში კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით იმყოფება ბოჭორიშვილის კლინიკაში. მეუფეს ცოტა ხნის წინ ოპერაციული ჩარევა დასჭირდა სხვა კლინიკაში და პოსტოპერაციულ პერიოდში ვირუსით დაინფიცირდა. ამჟამად მეუფე რეანიმაციაშია და არის ინტუბირებული. უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ უძლურებაში მყოფი მეუფე სერგი. უფალმა შეგიწიროთ!”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 39 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....