[su_quote]როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალზე, რა თქმა უნდა, ასპინძის შემთხვევაში, პირველ რიგში, ტურიზმი გვახსენდება, რადგან ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია. პირადად მე ყოველთვის ვცდილობ, თუ დრო აქვთ უცხოელ სტუმრებს, ვინც ჩვენთან ჩამოდიან, მაქსიმალურად ვცდილობ აქ მოვიყვანო და აქ ვანახო, რადგან ეს ის დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, რომელიც არ შეიძლება გაქრეს – ნებისმიერი ადამიანისთვის, ქართველია ის, თუ უცხოელი[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ქართული ოცნების ასპინძის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

