[su_quote]ქართულმა ოცნებამ მოსვლის დღიდან გახსნა ბაზრები. გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი იყო დაკეტილი, ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდიდნენ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე. ამ დროს, ძალიან დიდი ბაზარია და მთელი ევროპა და განვითარებული სამყარო მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ჩვენ მოვახერხეთ და გავხსენით ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ეს ბაზარიც. გავხსენით ევროკავშირის ბაზარიც, 500-მილიონიანი უზარმაზარი ბაზარი, რომელიც მართლაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ უვიზო რეჟიმი. ევროკავშირში საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საკუთარი პასპორტით, ყოველგვარი ბარიერის გარეშე გადაადგილდება. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.

