ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ყვარელში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლად 13 ადამიანი აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. მისი დაკავება სპეცდანიშნულების რაზმმა სამ საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ შეძლო.

იტვირთბა....