ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ცესკოს მოვუწოდებ, წინასაარჩევნოდ გამოვლენილი ხარვეზები სასწრაფოდ გაასწოროს

ნაცმოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისში საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს.

დეკანოიძე მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ გამოვლენი ხარვეზები დაუყონებლივ გაასწოროს.

“ჩვენ დავიწყეთ სიების გადამოწმება. 19 უბნის შემთხვევაში, უბნები დაკეტილი იყო და არ მუშაოდა, ამასთან რამდენიმე უბანზე სიები კომისიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო გამოკრული. ქუთაისის 70-ე უბანზე კილომეტრნახევარშია სია გამოკრული იმისთვის, რომ ადამიანები დაიბნენ და ვერ იპოვონ საკუთარი თავი, ვერ მივიდნენ საარჩევნო უბნამდე.

ქუთაისში 43-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთ წევრს წამოსცდა ჩვენს წარმომადგენელთან, რომ გადასატან ყუთზე მიმაგრებულია ქართული ოცნების კოორდინატორი ვინმე ქალბატონი ციცო”, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....