aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

საქართველომ წითელი ჯვრისგან სინოფარმის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან სინოფარმის ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული სინოფარმის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.

სინოფარმის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი იმუნიზაციის დროულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

იტვირთბა....