[su_quote]წარედგინა ბრალი და არ გამოუყენებია დუმილის უფლება. მან სრულად დაადასტურა გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება. სრულად სცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, მოინანია და ითხოვს გარკვეული შეღავათის გაწევას. მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა თიბისი ბანკის, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო[/su_quote]
ამის შესახებ ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატმა, ლეილა გარსევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ცნობისთვის, 9 სექტემბერს საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლად 13 ადამიანი აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. მისი დაკავება სპეცდანიშნულების რაზმმა სამ საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ შეძლო.

