ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება

[su_quote]ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ვიდრე ამის თაობაზე მოგახსენებთ, მინდა გითხრათ, რა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი.  მე ამას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი ნაწილია, რომ ქართულმა ოცნებამ უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენ დავასრულეთ ტრადიციული სამოქალაქო დაპირისპირების და სამოქალაქო ომების ეპოქა და უზრუნველვყავით გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა განვითარება ყველა მიმართულებით. პროგრესი სახეზეა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, რაც უნდა გადავჭრათ, გაათმაგებული ტემპებით მუშაობით და კიდევ უფრო მასშტაბური იდეების და რეფორმების განხორციელებით[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.

იტვირთბა....