ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: არ ვაპირებ იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ტალახის სროლით და ცილისწამებით არიან დაკავებული

თბილისის მერი კახა კალაძე მედიამენეჯერების მხრიდან შეთავაზებულ წინასაარჩევნო დებატებზე უარს ამბობს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ აპირებს იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ცილისწამებით, ტალახის სროლითა და შეურაცხყოფით არიან დაკავებული.

„არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან არასდროს თქვენთვის არ მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზეც გადავიდნენ. ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ოპონენტები ამბობენ, თითქოს მას დებატების ეშინია, კალაძემ უპასუხა: “კი, აი, შიშით ფეხი მიკანკალებს, თვრამეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს. მზად ვარ, ნეიტრალურ ტელევიზიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელში იყვნენ წარმოდგენილი“.

იტვირთბა....