საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ.
“დღეს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების 20 წლისთავი აღინიშნება. ეს თარიღი ცხადად გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ. საქართველო შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, რათა მსოფლიო უკეთეს და მეტად უსაფრთხო ადგილად იქცეს ამ სამყაროში,” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე”