თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი ბიჭი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკაში ადასტურებენ, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე ვერ საუბრობენ.
ამ დროისთვის დამარებითი დეტალები ცნობილი არ არის. როგორც კლინიკაში ამბობენ განცხადებას გააკეთებენ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 8 089 ადამიანი ემსხვერპლა.

