პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, მიუ ახალი შტამია და ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშაა, თუმცა, მისი ვარაუდით, მოზარდებში ის განსაკუთრებული სიმძიმით არ უნდა მიმდინარეობდეს. ამის შესახებ პედიატრმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
“მიუ შტამზე ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჯანმომ გამოაცხადა როგორც დაკვირვებადი შტამი. იმისთვის, რომ მე-5 და შემდგომი შტამები ავიცილოთ თავიდან, უნდა დავიცვათ მაქსიმალურად რისკ ჯგუფის მოსახლეობა და სწორედ მათ უნდა ავარიდოთ ნებისმიერი შტამი.
მე არა მგონია, რომ მიუ განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობდეს ბავშვებში, იმიტომ რომ ასეთი მონაცემები მე რაც გადავხედე, ჯერჯერობით არ შემხვედრია,” – ამბობს თეიმურაზ მიქელაძემ.

