ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GDI: მაქარაშვილი სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, 2000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) შეფასებით, საერთო სასამართლოები მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების დევნას, გასამართლებასა და უმკაცრესი სანქციებით დასჯას აგრძელებენ.

“დაკავების დროს მოტეხეს ხელი, ხელში კი ურტყამდნენ ხელბორკილს, რითიც ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მიუხედავად ადვოკატის მოთხოვნისა, გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს და არ აძლევს საქმის მასალების გაცნობის უფლებას.

გიგა მაქარაშვილს, არც დაკავებამდე და არც დაკავების შემდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღნიშნული დადასტურდა თავად შსს-ს წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ვიდეო მასალითაც. სხვადასხვა ტელეკომპანიის ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გიგა მაქარაშვილი მშვიდობიანად დგას და პოლიციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების ან მოწოდების გარეშე აკავებენ მას”,- წერია GDI-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5-6 ივლისის ამბებზე გიგა მაქარაშვილი, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

იტვირთბა....