პრემიერის ირაკლი ღრიბაშვილის თქმით, საპატრიარქოს და ეკლესიას თავს ესხმიან. ამის შესახებ მან თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენაზე განაცხადა.
“აქ გვესწრებიან სასულიერო პირები და მე მინდა, მათდამი პატივისცემა დავადასტურო კიდევ ერთხელ. რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ინსტიტუტებს – ჯარს, პოლიციას, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს?! იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ მშვიდობიან პერიოდში და მშვიდობიან სიტუაციაში პრაქტიკულად გამორიცხულია მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. თეორიული შანსიც კი დაკარგეს და ერთადერთი გზა მათი, ჰიპოთეტურად ვთქვათ, ხელისუფლებაში დაბრუნების არის სწორედ არეულობა და რაღაც დესტრუქცია და რევოლუცია, არეულობის შემოტანა. იმ დროს არ უნდა იყოს არც ერთი ავტორიტეტი ქვეყანაში, არც ერთი ავტორიტეტული პირი, ინსტიტუტი – სწორედ ამას ემსახურება მიზანმიმართული, პროპაგანდისტული მუშაობა. ისინი იყენებენ ფაშისტურ პროპაგანდისტულ მეთოდებს. პირდაპირ უნდა ითქვას ასე, ასეც არის, რომ მუდმივად, ამ უწყვეტი პროპაგანდის რეჟიმში, მოსახლეობას მანამდე აჩვენებდნენ ჯოჯოხეთს სამოთხედ და ახლა პირიქით”,- ამბობს ღარიბაშვილი.

