aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

კალაძე: “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველგან გაიმარჯვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერობის კანდიდატი,  კახა კალაძე , “ქართულმა ოცნების” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებულ კვლევას აფასებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველგან გაიმარჯვებს.

“ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველგან გაიმარჯვებს. დაწყებული დედაქალაქიდან, სადაც პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები, ასევე ყველა დიდ ქალაქში და რაიონებში.

რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის უბრალო, რიგითი თბილისელების დამოკიდებულება, ყოველდღიურად ვგრძნობ ამ სიყვარულსა და პატივისცემას. შეიძლება პირადი რეიტინგი მე უფრო მაღალი მქონდეს, რადგან არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც შესაძლოა სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მე მოვწონდე. მაგალითად, შეიძლება ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს, მე მაძლევდეს ხამს,”- განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....