ახალი ამბები პოლიტიკა

თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნება“ 32 მანდატს, “ენმ” 12 ადგილს მოიპოვებს – კვლევის შედეგები

მმართველი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნება“ 32 მანდატს, “ნაციონალური მოძრაობა“ კი 12 ადგილის მოპოვებას შეძლებს.

კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდებოდა:

  • “ქართული ოცნება -32 მანდატი,
  • “ნაციონალური მოძრაობა“ – 12 მანდატი
  • “საქართველოსთვის“ – 3 მანდატი
  • “გირჩი- მეტი თავისუფლება“ – 2 მანდატი
  • “მოქალაქეები“ – 1 მანდატი

“შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში მაჟორიტარების ჩათვლით მყარ უმრავლესობას მოიპოვებს. კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია. ამისთვის, პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ მასშტაბური პროექტებით და ყველა რაიონისა თუ უბნის დონეზე გაკეთებული საქმეებით,“- თქვა მდინარაძემ.

აქვე გეტყვით, რომ ცდომილების ზღვარი არის 3%.

იტვირთბა....