შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ყველა მძევალი თავისუფალია, არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცავებმა ადგილზე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასახვა დანაყოფის წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება”, – განაცხადა კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

