ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყვარელში საქართველოს ბანკზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

ყვარელში საქართველოს ბანკზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

“თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საგამოძიებო უწყება მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

იტვირთბა....