[su_quote]წარმოიდგინეთ, ხვალ რომ ნიკა მელია გამოვიდეს და თმები გადაიპარსეთ ყველამო, დაახლოებით ასეთია ეს ყველაფერი. არ მგონია, რომ ამაში ვინმე უნდა აყვეს, რომელიმე მერობის კანდიდატი. საერთოდ არ არის აუცილებელი ვინმემ ჩააბაროს. ჯერ ერთი, ამას არც კანონი არ გავალდებულებს და მეორე – კახი კალაძე რამდენ რამეს მოინდომებს იმაზე, რომ ყველამ საპასუხო რეაქციები მივცეთ, მგონი სწორი არ იქნება. წარმოიდგინეთ, ეს ჩელენჯი რომ მიიღოს ყველამ, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატებმა, რა მოხდება? ათასობით ადამიანი უნდა მიაწყდეს ლაბორატორიებს და არჩევნები უნდა გადავდოთ საერთოდ. ეს ყველაფერი მართლაც სასაცილო გახდა, რაღაც სულელური პიარსვლა იყო კალაძის მხრიდან[/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე მერობის ყველა კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

