[su_quote]ჩავაბარებ ნარკოტესტს. კალაძეს ვეტყვი, რომ მისთვის მთავარი დემოკრატიის ტესტი უნდა იყოს და ამაზე უნდა საუბრობდეს. თუ უნდა, ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ. IQ ტესტი[/su_quote]
განაცხადა ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში. შეგახსენებთ, რომ თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე მერობის ყველა კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

