ახალი ამბები

ევროკავშირი ანტი-ლგბტ ზონებისთვის პოლონეთს 150-მილიონიანი დახმარების შეჩერებით ემუქრება

ევროკავშირი დისკრიმინაციული კანონისა და ე.წ. ანტი-ლგბტ ზონების დაწესების გამო, პოლონეთის მთავრობას 150 მილიონიანი დახმარების შეჩერებით ემუქრება.

გასულ წელს პოლონეთის 100-მდე ადმინისტრაციულმა რეგიონმა თავი გამოიცხადა “ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად”, სადაც სექსუალური და გენდერული უმცირესობების უფლებები შეზღუდულია.

გაყინული თანხა ევროკავშირის დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელიც COVID-19 პანდემიის შემდეგ ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობაზეა გათვლილი. პოლონეთის დახმარებაზე, საერთო ჯამში, 2 მილიარდი დოლარამდეა გამოყოფილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლონეთის მთავრობას ევროკომისიისგან დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი წერილები მიუვიდათ.

იტვირთბა....