ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

იქმნება აპლიკაცია, რომელიც მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს

ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს – ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური უფროსი, ბექა ფერაძე ავრცელებს.

როგორც ფერაძემ განმარტა,  აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია მოქალაქის PCR და სწრაფი ტესტის პასუხისა და ვაქცინაციის შესახებ.

ასევე, თუ მოქალაქეს არ ექნება შესაბამისი სმარტფონი აპლიკაციის ჩამოსატვირთად, მას შეეძლება საკუთარი QR კოდის ამობეჭდვა.

“სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდსტატუსის დადგენის მიზნით, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში PCR ტესტის უარყოფით პასუხს, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში, ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციაზე, აცრილია თუ არა ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს კოვიდი გადატანილი”, – თქვა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

იტვირთბა....