“ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ ზოგადად წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ, მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.
“ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ, ზოგადად, წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ, მაინც უნიკალურია. დაახლოებით, 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებები იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც დღემდე ქართულ პოლიტიკაში ახორციელებს ქართველი ხალხის ხარჯზე მოპარული ფულის ინვესტირებას”, — განაცხადა კობახიძემ.