88 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო საკუთარ სახლში გარდაიცვალა – ინფორმაციას მსახიობის ადვოკატი ავრცელებს.
ბელმონდო ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია. ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ჟან-ლუკ გოდარი, კლოდ შაბროლი, ვიტორიო დე სიკა, რენე კლემენტი, კლოდ ლელუში და სხვები.
მანგანსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.
2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.
ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს ითვლის. მონაწილეობა 80-ზე მეტ ფილმში აქვს მიღებული