ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომან გოცირიძე: არ მგონია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილისგან რაიმე განსაკუთრებული სიახლე იყოს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არ გონია რომ დღეს სააკაშვილი რამე ახალს იტყვის.

მისივე განმარტებით, დღეს სავარაუდოდ მოხდება ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებული შეხედულებების დაკონკრეტება, რომელიც სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს.

„მიხეილ სააკაშვილის შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით და არაერთხელ მოგვისმენია, როგორც პარტიაში, ასევე საზოგადოებას. თუ რაიმე განსხვავებული დეტალები იქნება დღეს გავიგებთ, არ მგონია იყოს რაიმე განსაკუთრებული სიახლე, რომლის შესახებაც არ ვიცით. დღეს სავარაუდოდ მოხდება დაკონკრეტება იმ შეხედულებების, რომელიც მას არაერთხელ უთქვამს. ვხედავთ რა ვითარებაა და როგორი კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში პანდემიის კუთხით, საარჩევნო კამპანიის ჩატარების და ფიზიკურად შეხების საშუალება და სურვილიც არ გვაქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ინტერესები. ასეთ წინასაარჩევნო მდგომარეობაში როგორ წარიმართება პროცესები რთული სათქმელია, გამორიცხული არ არის ხელისუფლებამ რაღაც შეზღუდვები დააწესოს პოლიტიკური მიზნით. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგებზე, იქნება თუ არა მასობრივი გაყალბება. არჩევნები არასამართლიანად რომ მიმდინარეობს ამას წინასაარჩევნო პროცესიც გვეუბნება, არათანაბარ მდგომარეობაში ყოფნა, დიდძალი შავი ფულის გამოყენება, ზეწოლა და ა.შ. ცესკოს წარმომადგენლობა იგივეა რაც იყო, ხელისუფლებამ გამოიყენა დროებითი თავმჯდომარის მექანიზმი და გაიყვანეს საკუთარი კანდიდატი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი”.

იტვირთბა....