პარტია ხალხისთვის თავმჯდომარე ანა დოლიძე კახა კალაძის ინიციატივას ღირსების შემლახავს უწოდებს და მის შესრულებას არ აპირებს.
“ამ მეთოდის გამოყენება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ არის დაუშვებელი, არის ღირსების შემლახავი. მოიცავს საფრთხეს, რომ ის კადრები, რომელსაც გადაიღებენ უკაცრავად და მოშარდვის დროს, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, შესაბამისად, მე არ ვაპირებ ამ მოთხოვნის შესრულებას და მოვუწოდებ, პოლიტიკური ფლირტაობის ნაცვლად ხელისუფლებამ მიხედოს საქმეს და ეს მოძველებული და ღირსების შემლახავი მეთოდი შეცვალოს”,- ამბობს დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩაიტარა და მის კონკურეტებს მოუწოდა, რომ იგივე მათაც გაეკეთბინათ.

