ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2022 წლის 1-ლი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

2022 წლის 1-ლი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

ცვლილების პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღეს მეორე მოსმენით განიხილა.

“მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის – AM  კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია  2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.

იტვირთბა....