ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა და ამბობს, რომ ნარკოტესტის ინიციატივა საკუთარ გუნდში ჩაატაროს.
“მე კალაძეს ვურჩევდი, რომ ეს ინიციატივა “ქართულ ოცნებაში” ჩაეტარებინა და ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით. მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ მაგალითი მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ნარკოტესტი გაიკეთა და ინიციატივით გამოვიდა, რომ მსგავსი ტესტი მისმა კოლეგებმაც ჩაიტარონ.

