ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: აქტივისტი შადრევნის შეღებვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, აქტივისტი ნათია ლეთოდიანი, რომელმაც ლექსო ლაშკარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად მთავრობის ადმინისტრაციასთან მდებარე შადრევანი წითლად შეღება, 5 000 ლარით დააჯარიმეს.

“უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხომ გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1 000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშკარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5 000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ მერიავ”,- წერს ხოშტარია.

ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

 

იტვირთბა....