საზოგადოება სოციალური ქსელი

მშვილდაძე: რამდენიმე ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ სუსი აკაჩავებს – დაგვიკავშირდით ტელევიზიებს, ყველას გაგაშუქებთ

[su_quote]რამდენიმე ოპოზიციური პარტია ამბობს რომ სუსი აკაჩავებს მათ საარჩევნო სიაში ჩაწერილ ხალხს და ემუქრებიან ვისზეც რით შეუძლიათ იმით, ემუქრებიან აქტივისტებს, მხარდამჭერებსაც. გახარიას პარტიიდან რამდენიმე კაცი წავიდა რეგიონების კანდიდატები, ეს არ ვიცი, წინასწარ ჩაუნერგეს, რომ წამოსულიყვნენ და მერე “აი იშლებიან” ეძახათ, თუ მართლა შეაშინეს. გირჩი ამბობს იგივეზე და ყველა სხვა ოპოზიციური პარტიაც, ზოგი შეჩვეულიც არის ასეთ მუქარებს.

საქმე არის შემდეგში:

პირველ რიგში ამ მუქარების მსხვერპლებს გადაეცით, რომ არ აქვს სუსს იმის ტრაკი, ყველა მუქარა აასრულოს და ვისაც რით ემუქრებიან, მართლა გააკეთონ.

ეს მუქარები გათვლილია იმაზე, რომ 90 პროცენტს შეგეშინდებათ და გაჩერდებით – და იმ ათ პროცენტს, ვისაც არ შეეშინდება და არ გაჩერდება, მერე მართლა გატისკავენ და მუქარას შეასრულებენ – მაგდენის ტრაკი აქვთ.

ამიტომ, იმისთვის რომ არაფერი გამოუვიდეთ, საჭიროა, რომ არ შეგეშინდეთ ასივე პროცენტს, არ შეგეშინდეთ არავის და არაფრის, ბლეფია ესა, არ არსებობს არავითარი ძალოვანი სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მთელი საზოგადოების დაშინება და დამარცხება, თუ საზოგადოება იბრძვის და არ ნებდება.

დაგვიკავშირდით ტელევიზიებს და მედიას თქვენზე სუსის და პოლიცია-გამგეობების მხრიდან ნებისმიერი ზეწოლის და მუქარის შემთხვევაში და ყველას გაგაშუქებთ, ყველასთან მოვალთ, ყველას დაგეხმარებით და მაგ მუქარის ავტორებს შევაძვრენთ საიდანაც გამოძვრნენ.

არ შეგეშინდეთ, არ შეეპუოთ, ხმამაღლა თქვით – ესაა რეცეპტი[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე.

იტვირთბა....