[su_quote]მართლა არ მინდა ამ ადამიანზე რაღაც აგდებულად ვთქვა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ასე გაუთავებლად, წლების განმავლობაში, ყოველ სეზონურად დაანონსებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. თუ ჩამოდის ჩამოვიდეს, თუ არ ჩამოდის ნუ ჩამოვა. მმართველი გუნდისთვის არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება მისი ჩამოსვლა, უბრალოდ, კანონი აღსრულდება[/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბრისთვის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადების გაკეთება დააანონსა, რომელშიც სამომავლო გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში მის ჩართვაზე ისაუბრებს.

